Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სვატის ხეობაში 30-ზე მეტი მეამბოხე მოკლეს


30-ზე მეტი მეამბოხე მოკლეს პაკისტანის სამთავრობო ჯარის ახალ ოპერაციაში, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვატის ხეობაში მიმდინარეობს. ამის შესახებ პაკისტანის არმიის სარდლობა იუწყება. მისი ცნობით, განვლილი დღე-ღამის მანძილზე ოპერაციაში სამხედრო ავიაციაც მონაწილეობდა. პაკისტანის ხელისუფლების მონაცემებით, სულ სვატის ხეობაში მიმდინარე ბრძოლებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოკლულ იქნა 1800-ზე მეტი თალიბი და მათი მოკავშირე. პაკისტანის არმიამ და უშიშროების ძალებმა 166 მოსამსახურე დაკარგეს. დამოუკიდებელ წყაროებს ეს მონაცემები არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG