Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სთვის ჯერ არ მიუმართავთ სამეთვალყურეო მისიაში მონაწილეობის თხოვნით


შეერთებული შტატებისთვის ოფიციალურად ჯერ არავის უთხოვია, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მუშაობაში - ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კრაულიმ შეკითხვას, აპირებს თუ არა ვაშინგტონი, თავისი მეთვალყურეები გაგზავნოს საქართველოში. კრაულის თქმით, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საუცხოოდ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას სტაბილურობის შენარჩუნების სფეროში და აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მის ძალისხმევას. ევროკავშირი ორშაბათს განიხილავს საქართველოში თავისი სამეთვალყურეო მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს. dpa-ს საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ბრიუსელში, მხარს დაუჭერენ მისიის გაგრძელებას 2010 წლის სექტემბრამდე. ამავე წყაროს ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი, მათ შორის ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ წინადადებას, ევროკავშირის მისიაში მონაწილეობის საშუალების მიეცეს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს - თურქეთს, აშშ-სა და კანადას. თუმცა, ევროკავშირის ზოგი წევრი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ასეთი ნაბიჯი გააღიზიანებდა რუსეთს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოსთან აშშ-ის კავშირის განმტკიცებას.
XS
SM
MD
LG