Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა აღდგება ახალი “რეალიების” გათვალისწინებით


საქართველოს და რუსეთის ურთიერობა, გარკვეული დროის შემდეგ, აღდგება ახალი “რეალიების” გათვალისწინებით, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, რუსეთის “ენ-ტე-ვეს” სატელევიზიო არხს. მედვედევის თქმით, რუსეთი მშვიდად უყურებს საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის განვითარებას. ნატოსთან დაკავშირებით, კრემლის ლიდერმა თქვა, რომ ალიანსში ბოლო ხანს გაჩნდა იმის გაგება, რომ უკრაინა და საქართველო არ არიან ამ ორგანიზაციაში შესასვლელად მზად. მისი თქმით, ალიანსს არ სჭირდება საქართველო მისი “უამრავი პრობლემით”. უკრაინის შესახებ მედვედევი ფიქრობს, რომ იქ გათვალისწინებული უნდა იქნეს უკრაინელების პოზიცია, მათი უმეტესობა ალიანსის წევრობის წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG