Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქურთისტანის ოპოზიციურ პარტიას არჩევნებში მეტი ადამიანი მიემხრო


ახალმა ოპოზიციურმა პარტიამ, ერაყის ქურთისტანის საპარლამენტო არჩევნებში, შაბათს, მეტი ადამიანი მიიმხრო. ოფიციალური შედეგები ჯერ არაა ცნობილი, თუმცა პარტია “ცვლილებების სია” აცხადებს, რომ მეტი ხმა მოიგო რეგიონის მეორე ქალაქ სულაიმანიაში. ეს ქალაქი დიდხანს ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის “ქურთისტანის პატრიოტული კავშირის” სიმაგრე იყო. “კავშირი” და ქურთისტანის დემოკრატიული პარტია რეგიონის მთავარი ძალები არიან. მოელიან, რომ პარლამენტში ისინი შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. მაგრამ “ცვლილებების სია” აცხადებს, რომ მან არჩევნები მოიგო სხვა არაერთ არეალში და მეორე ადგილზეა უდიდეს ქალაქ არბილში.
XS
SM
MD
LG