Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიბენდის თქმით, საჭიროა აქცენტის შეცვლა ავღანეთში ნატოს სტრატეგიაში


ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დევიდ მილიბენდის განცხადებით, მიზანშეწონილია აქცენტის შეცვლა ავღანეთში ნატოს სტრატეგიაში. მანვე ავღანეთის მთავრობას მოუწოდა, მოლაპარაკება გამართოს თალიბანის არა-რადიკალ, ზომიერი კურსის მომხრე წევრებთან. რაც შეეხება თალიბანის რადიკალურ ნაწილს, მასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მის დამარცხებამდე. ამ შინაარსის განცხადება მილიბენდმა დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გააკეთა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ქაბულმა გამოაცხადა ბადღისის პროვინციაში თალიბებთან დაზავების შესახებ. ბადღისი ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში მდებარეობს. მილიბენდმა ნატოელ მოკავშირეებს მოუწოდა ასევე, მეტი სამხედრო დახმარება გამოყონ ოპერაციებისთვის ავღანეთში.
XS
SM
MD
LG