Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში ინციდენტების პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების რიგით მეორე შეხვედრა მიმდინარეობს


გალში ინციდენტების პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების რიგით მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. მასში თბილისის, სოხუმის, ევროკავშირის, გაეროს და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ თბილისის დელეგაცია ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების საკითხებს დასვამს.
XS
SM
MD
LG