Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ლომაიამ რუსეთი ოკუპაციასა და ეთნოწმენდაში დაადანაშაულა


გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთი ოკუპაციასა და ეთნოწმენდაში დაადანაშაულა. გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელიც დაცვის პასუხისმგებლობის საკითხს მიეძღვნა, ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ შარშან აგვისტოში რუსეთი, საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით, საქართველოში სამხედრო ძალით შეიჭრა და ეთნიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა. ლომაიას გამოსვლის საპასუხოდ, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩურკინმა საქართველო სამხედრო და პოლიტიკური ისტერიის კატეგორიებით აზროვნებასა და აგრესიაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG