Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ შამანოვის თქმით, ვითარების ხელოვნურად გართულება დაუშვებელია


რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა შამანოვმა დღეს მოსკოვში, ჟურნალისტებს მოუწოდა, აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოების გამო კეთილგონიერება გამოიჩინონ და ვითარების დაძაბვისგან თავი შეიკავონ. თავად შამანოვმა პროვოკაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუმცა, დასძინა, რომ სიტუაციის ხელოვნურად გართულება არ შეიძლება. გენერლის თქმით, რუსეთი ქართველ ხალხს მტრად არ მიიჩნევს, მეზობლებთან დაპირისპირებისას კი გამარჯვებული არ არსებობს. დღესვე შამანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შემთხვევაში საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლობა ცხინვალში არსებული ბაზის საკადრო პოტენციალს მედესანტეებით განამტკიცებს.
XS
SM
MD
LG