Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებს


აშშ-ის მიერ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ამჯერად, პენტაგონმა დაადასტურა. სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, სელესტ უოლანდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და პატივს სცემს ამ ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ საერთაშორისო კავშირების, მათ შორის ნატოს წევრობა. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერა არაერთხელ გამოხატა და ამ ქვეყნებისადმი აშშ-ის ვალდებულებები რუსეთსაც დაუდასტურა. უოლანდერის განცხადებით, მოსკოვში ივლისში გამართულმა უმაღლესი დონის შეხვედრამ აშშ-ს მისცა ევროპასა და ევრაზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერის ვალდებულებათა ნათლად დადასტურების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG