Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტები დამარცხდნენ


მოლდავეთში განმეორებით გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მმართველმა კომუნისტებმა უმრავლესობა დაკარგეს. დათვლილია ბიულეტენების 98 პროცენტზე მეტი. ოთხ ძირითად ოპოზიციურ პარტიას 50,7 პროცენტი აქვს, კომუნისტებს კი - 45 პროცენტი. შედეგად, კომუნისტები მხოლოდ 48 ადგილს მიიღებენ 101-ადგილიან პარლამენტში, მათი ოპონენტები კი - 53-ს. თუკი ოთხი ოპოზიციური პარტია ალიანსს ჩამოაყალიბებს, ისინი მთავრობის შექმნას შეძლებენ. მაგრამ მათ არა აქვთ 61 ადგილი, რაც მათ შემდეგი პრეზიდენტის არჩევის საშუალებას მისცემდა. ეუთოს ცნობით, ორშაბათს არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
XS
SM
MD
LG