Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ირანში მგლოველების დარბევის გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ირანიდან გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ უშიშროების ძალებმა დაარბიეს შეკრება, რომლის მონაწილეებიც პატივს მიაგებდნენ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების დროს დაღუპულების ხსოვნას. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, იან კელიმ "განსაკუთრებით შემაშფოთებელი" უწოდა იმ გარემოებას, რომ უშიშროების ძალებმა ძალა გამოიყენეს სასაფლაოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ, "რათა დაეშალათ ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ცდილობდნენ ისლამისთვის მნიშვნელოვანი რიტუალის შესრულებას - ორმოცში მონაწილეობას”. პოლიციამ თეირანში ხუთშაბათს დაარბია შეკრება ასობით ადამიანის მონაწილეობით - ნედა აღა სოლტანის საფლავთან. ეს ახალგაზრდა ქალი გასულ თვეში მოკლეს საპროტესტო აქციის დროს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებას მოჰყვა. ხუთშაბათსვე, მოგვიანებით გავრცელდა ცნობები თეირანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შესახებ. ზოგი წყაროს ცნობით, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
XS
SM
MD
LG