Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთმა რუსეთს თავის ტერიტორიაზე დამატებითი ჯარების განლაგების უფლება მისცა


დღეს ყირგიზეთი დათანხმდა, რუსეთს მეტი ჯარების განლაგების უფლება მისცეს თავის ტერიტორიაზე. ამის შესახებ საუბარია ყირგიზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ყურმანბეკ ბაკიევისა და დმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში. დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ყირგიზეთის კურორტ ჩოლპან-ატაში მოეწერა ხელი, რუსეთის ჯარების რაოდენობა ერთ ბატალიონამდე შეიძლება იყოს. რუსეთს ყირგიზეთში უკვე მოეპოვება ერთი სამხედრო ბაზა, კანტის სამხედრო-საჰაერო ბაზა ბიშკეკის მახლობლად. მაგრამ ის ცდილობს, მეორე სამხედრო ბაზაც გახსნას სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ქალაქ ოშში.
XS
SM
MD
LG