Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის თქმით, რუსეთს ბოროტი განზახვები აქვს


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს გაცნობიერებული აქვს, რომ სამხედრო გზით ვერ დაიბრუნებს სეპარატისტულ რეგიონებს, მაგრამ მან შიში გამოთქვა, რომ რუსეთს ავი განზრახვები აქვს თბილისის მიმართ. რეიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ მსოფლიომ ვერ შეძლო მოსკოვისთვის პასუხი მოეთხოვა სამხრეთ ოსეთში ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული "მასობრივი ეთნიკური წმენდისთვის". მისი სიტყვებით, საერთაშორისო თანამეგობრობა შეშინდა, რომ საფრთხე შეექმნებოდა მის ინეტერესებს ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში. შაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, ძალა გამოიყენოს, თუკი საქართველო განაგრძობს, მისი თქმით, "პროვოკაციებს" კავკასიაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში საქართველოს უკანასკნელი ოთხი დღის მანძილზე ცხინვალის მიმართულებით რამდენიმე ჭურვის გასროლაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG