Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული ჟურნალისტების გასათავისუფლებლად ბილ კლინტონი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, ჩრდილოეთ კორეაშია. ცოტა ხნის წინ ის ამ ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ირს შეხვდა. კლინტონი ჩრდილოეთ კორეაში პირადი ვიზიტით ჩავიდა - ის იქ დაკავებული ორი ამერიკელი ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლების მიღწევას ცდილობს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბილ კლინტონი მივიდა კიმ ჩენ ირის მიერ მის პატივსაცემად გამართულ სადილზე. თეთრი სახლი კლინტონის ვიზიტს ”ორი ამერიკელის გათავისუფლების მიზნით მიმდინარე პირად მისიას უწოდებს.” ვაშინგტონი უარყოფს ჩრდილოეთ კორეის მედიის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ კლინტონმა კიმ ჩენ ირს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მესიჯი ჩაუტანა. ჟურნალისტებს - ეუნა ლის და ლაურა ლინგს - ივნისში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათ ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში უკანონოდ გადასვლაში დასდეს ბრალი. კლინტონის ვიზიტი დაემთხვა პერიოდს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობას - მათ შორის შეერთებულ შტატებს - და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავებულია ფხენიანის ბირთვული იარაღის პროგრამის გამო.
XS
SM
MD
LG