Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბირთვული წყალქვეშა ნავები აშშ-ის საზღვართან პატრულირებს


”ნიუ იორკ ტაიმსის” ინფორმაციის თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე რუსეთის ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი შეერთებული შტატების აღმოსავლეთის საზღვაო საზღვართან პატრულირებდა. გაზეთს მოჰყავს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა სიტყვები, რომელთა თანახმად, სამშაბათს რუსეთის ერთ-ერთი წყალქვეშა ნავი აშშ-ის საზღვრიდან 200 მილში, საერთაშორისო წყლებში მოძრაობდა, მეორე კი კუბისკენ გაემართა. მაღალჩინოსნების ანონიმურობა დაცულია, რადგან ეს ცნობა საჯაროდ არ გამოცხადებულა. რუსეთის ამგვარი მოქმედება პენტაგონისა და სადაზვერვო უწყებების შეშფოთებას იწვევს.
XS
SM
MD
LG