Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ისევ მოითხოვს საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის მოთხოვნა დასავლეთისადმი, შეწყვიტოს საქართველოსთვის იარაღის მიწოდება. საგარეო უწყების პრეს-მდივან ანდრეი ნესტერნკოს განცხადებით, ასეთი სამხედრო მხარდაჭერა საქართველოს ლიდერებს აფიქრებინებს, რომ სამხედრო ძალით შეძლებენ თავიანი პრობლემების მოგვარებას.
“ძნელია გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭო საჭირობას, რომ ყველა ქვეყანამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე თავი შეიკავოს საქართველოსთვის შეტევითი და, იდეალურ შემთხვევაში, ყველა ტიპის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებისაგან. ბოლო წლებში უცხოეთიდან დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდებამ საქართველოს ხელისუფლებას შეუქმნა დაუსჯელობისა და განუკითხაობის ილუზია, წარმოშვა პრობლემების სამხედრო გზით მოგვარების ცდუნება”, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა.
XS
SM
MD
LG