Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის წლისთავის გამო, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს გორიდან მიმართა


აგვისტოს ომის წლისთავის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს გორიდან მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შარშან რუსეთმა საქართველოს სრულად დაპყრობის ოპერაცია დაიწყო, რასაც ქვეყნის მოსახლეობამ ერთიანობით უპასუხა. პრეზიდენტმა შარშან დაღუპული მებრძოლების და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგო და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის ოპოზიცია და აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ერთიანობა აუცილებელია. პრეზიდენტმა საქართველოს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერასა და რუსეთის სრულ დიპლომატიურ მარცხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო დამპყრობელს მშვიდობიანი გზით და დემოკრატიული ინსტიტუტების და ეკონომიკის განვითარებით დაამარცხებს.
XS
SM
MD
LG