Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის ცენტრში გაიმართა აქცია სტალინის ძეგლის გადატანის მოთხოვნით


გორში გაიმართა ახალგაზრდული აქცია, რომლის მონაწილეები იოსებ სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მუზეუმში გადატანას მოითხოვდნენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აქციაში ოცამდე თბილისელი და გორელი სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტებმა ხელისუფლების მისამართით მიმართვაც წაიკითხეს და ძეგლის გადატანა სექტემბრამდე ითხოვეს. აქციაზე შეხლა-შემოხლაც მოხდა - ადგილზე მისულმა კომუნისტური პარტიისა და სტალინის საზოგადოების წარმომადგენლებმა ძეგლის გადატანის ინიციატივა გააპროტესტეს, და სტუდენტებთან კამათი მოუხდათ. აქცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG