Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში კვლავ გაიმართა დემონსტრაციების მონაწილეთა სასამართლო პროცესები


დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ევროპის კავშირის პრეზიდენტი ქვეყანა, შვეცია, მკაცრ შეფასებას აძლევენ დღეს თეირანში გამართულ სასამართლო პროცესებს. განსასჯელებს შორის იყვნენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოების თანამშრომლები, და ფრანგი მასწავლებელი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა, ირანში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლის გასამართლებას ”პროვოკაცია” უწოდა. საფრანგეთი ირანისგან ფრანგი მასწავლებელი ქალის და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლის დაუყივნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტმა ქვეყანამ, შვეციამ კი განაცხადა, რომ ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოების თანამშრომლების, და ფრანგი ქალის, სასამართლო პროცესები ”მთელი ევროკავშირის” წინააღმდეგ მიმართული ქმედებები იყო. ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების ათობით მონაწილე გაასამართლეს. დღევანდელი პროცესი მეორეა - გასულ კვირაში სასამართლოს წინაშე წარსდგა აქციების ასამდე მონაწილე. ოპოზიცია სასამართლო პროცესებს გმობს, და მათ „შოუს“ უწოდებს. პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმადინეჟადის მეორედ არჩევას ივნისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა ოპოზიციის მომხრეების მხრიდან - რომლებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბებულ იქნა.
XS
SM
MD
LG