Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აცხადებს, რომ აფეთქების მუქარის გამო თვითმფრინავი ავღანეთში გააბრუნა


ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”სინხუას” ცნობით, დასავლეთ ჩინეთისკენ მიმავალი ავღანეთის თვითმფრინავი, რომელსაც აფეთქებით დაემუქრნენ, უკან, ავღანეთში გააბრუნეს. დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ”სინხუა” იუწყება, რომ თვითმფრინავი ყანდაარში დაჯდა. თვითმფრინავი ავღანეთიდან ჩინეთში, სინიან-უიღურთა ავტონომიის დედაქალაქ ურიმჩიში მიფრინავდა. თავდაპირველად სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ თვითმფრინავი გაიტაცეს, მერე კი ითქვა, რომ მას აფეთქებით დაემუქრნენ. ჩინეთის მთავრობამ ურუმჩის აეროპორტს თვითმფრინავის მიღების უფლება არ მისცა, თუმცა აეროპორტში მაინც მობილიზებული იყო სამხედრო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები.

XS
SM
MD
LG