Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი იმყოფება


თბილისში ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის სპეციალური წარმომადგენელი ხარალამპოს ხრისტოპულოსი იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ბერძენ დიპლომატთან ორდღიანი კონსულტაციებისას თბილისში ეუთოს ოფისის შენარჩუნების საკითხი განიხილება. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციის მისიას საქართველოში მუშაობის მანდატი რუსეთის წინააღმდეგობის გამო ივნისიდან შეუწყდა. თბილისში ეუთოს ოფისის შენარჩუნების შემთხვევაში, ის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანას ჟენევის დისკუსიასა და ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიზნით დაეხმარება
XS
SM
MD
LG