Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი მოსკოვს საერთაშორისო ვალდებულებათა დარღვევაში ადანაშაულებს


საქართველოს ხელისუფლება პროპაგანდად და კრემლის ირონიულ დამოკიდებულებად აფასებს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ფრანგი კოლეგისთვის გასულ კვირაში გაგზავნილ წერილს, რომელშიც მედვედევი ირწმუნება, რომ მოსკოვი საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ რუსეთი შარშანდელი 12 აგვისტოს შეთანხმებას დღემდე არღვევს, რაც მსოფლიო თანამეგობრობამაც არაერთხელ აღნიშნა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტარციას ურჩევს, ქვეყანა სამართლებრივ სივრცეში დააბრუნოს და საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს
XS
SM
MD
LG