Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფსანჯანი უარს ამბობს, გაუძღვეს პარასკევის ლოცვას


ირანის გავლენიანი რელიგიური პირი, აკბარ რაფსანჯანი, რომელიც ოპოზიციის პროტესტს მხარს უჭერს, ამ კვირაში არ გაუძღვება პარასკევის ლოცვას. ლოცვის მაკოორიდინებელი უწყების წარმომადგენელმა, თაღავიმ თქვა, რომ რაფსანჯანიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა თავიდან აიცილოს ღონისძიების პოლიტიკური თვალსაზრისით ბოროტად გამოყენება. გასულ თვეში ლოცვისას მან მთავრობას მოუწოდა, გაათავისუფლოს საპროტესტო გამოსვლებისას დაკავებული მონაწილეები. რაფსანჯანის გადაწყვეტილება მოჰყვა ირანის ოპოზიციის ლიდერის, მეჰდი ქარუბის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც გამოთქმულია ბრალდება, რომ დაკავებული აქტივისტები, ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, საპატიმროში გააუპატიურეს.
XS
SM
MD
LG