Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ელიან


სოხუმში დღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრს ელიან. აფხაზური და რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პუტინის სამუშაო ვიზიტისას დასახელდება კრედიტის კონკრეტული მოცულობა, რომელსაც სოხუმი მოსკოვისგან მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია ორ მილიარდ რუბლზე. სოხუმში ჩასვლამდე, აფხაზ ჟურნალისტებთან ინტერვიუში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის საზღვრის და რუსული სამხედრო ბაზის მოსაწყობად მოსკოვი მომავალ წელს 15-16 მილიარდ რუბლს დახარჯავს. შარშანდელი აგვისტოს მსგავსი მოვლენების განმეორების შესაძლებლობაზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან გამორიცხული არაფერია, თუმცა, მსგავსი მცდელობა უპერსპექტივო იქნება. რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრაქტიკულად, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა, რომ შარშანდელი აგვისტოს კონფლიქტისას აგრესორი საქართველოს ხელისუფლება იყო.
XS
SM
MD
LG