Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში დაიწყო მასშტაბური ოპერაცია თალიბანის წინააღმდეგ


ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სამხრეთ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია წამოიწყეს. სამხრეთში თალიბანს განსაკუთრებით ძლიერი პოზიციები აქვს. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ოპერაციის მიზანია, არ დაუშვას, რომ თალიბანმა განახორციელოს მუქარა და დაბრკოლებები შეუქმნას არჩევნებს მომავალ კვირაში. ამერიკელი სამხედროების განცხადებით 400 საზღვაო ქვეითი და 100 ავღანელი ჯარისკაცი განთავსდა ჰელმანდის პროვინციის ნაუზადის რაიონში. იუწყებიან ასევე, რომ ჩრდილოეთში მდებარე, შედარებით მშვიდობიან ყუნდუზის პროვინციაში თალიბმა ექსტრემისტებმა იერიში განახორციელეს რაიონული პოლიციის შტაბ-ბინაზე, მოკლეს პოლიციის უფროსი და, სულ ცოტა, კიდევ ერთი პოლიციელი. 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და, იმავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ ავღანეთში ძალადობამ იმატა.
XS
SM
MD
LG