Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დამცველების მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს


ევროკავშირმა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დამცველის ზარემა სადულაევასა და მისი მეუღლის მკვლელობა დაგმო და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანაში სამართალდამცველთა მკვლელობების ყველა ფაქტი სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და დამნაშავეები გაასამართლოს. ბრიუსელიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გამოძიების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ევროპის კავშირმა რუსეთს ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენაც მოუწოდა.
XS
SM
MD
LG