Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იუშჩენკო ”იმედგაცრუებულია” მედვედევის ”არამეგობრული” წერილით


უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ ”ძალიან იმედგაცრუებულია” რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის კრიტიკული წერილის ”არამეგობრული” შინაარსის გამო. ამ კვირაში გამოქვეყნებულ ღია წერილში მედვედევმა უკრაინის ლიდერებს ბრალი დასდო ”ანტირუსული” პოლიტიკის გატარებაში - რაც, სხვა ფაქტორებს შორის, შარშანდელი აგვისტოს ომის დროს საქართველოს მხარდაჭერაში და ნატოში გაწევრიანების კურსში გამოიხატება. თავის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებულ პასუხში იუშჩენკო აღიარებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ”სერიოზული პრობლემებია”. მაგრამ, იუშჩენკოს თქმით, საკვირველია, რომ ასეთი ვითარების შექმნის გამო მედვედევი რუსეთის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG