Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი რეფორმატორები სულიერი ლიდერის ირგვლივ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ


ირანის ოპოზიციური ვებ-გვერდების თანახმად, ყოფილი, ძირითადად რეფორმატორი დეპუტატებისგან შემდგარმა ჯგუფმა გავლენიან კლერიკალურ ინსტიტუტს მიმართა, და თხოვა გამოიძიონ, აკმაყოფილებს თუ არა უზენაესი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, მისი პოსტისთვის აუცილებელ პირობებს. უცნობია რამდენი ყოფილი დეპუტატი აწერს ხელს წერილს, რომლის ადრესატია აიათოლა აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი - ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი. სულიერ ლიდერებს ეს საბჭო ნიშნავს, და თეორიულად მათი გადაყენების უფლებაც მას აქვს. წერილში დაგმობილია მთავრობის მხრიდან არჩევნებისშემდგომი საპროტესტო ტალღის ძალდობრივი ჩახშობა, და აქციების მონაწილეთა მასობრივი გასამართლება ბრალდებებით, რომლებიც მოიცავს ისლამურ რესპუბლიკაში გადატრიალების მოწყობის მცდელობას.

XS
SM
MD
LG