Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზრანში მომხდარი აფეთქების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა


ინგუშეთში ტერაქტი მოხდა

ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ნაზრანში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა 57, რომელთაგან 10 მძიმე მდგომარეობაშია. ინგუშეთის ხელისუფალთა ცნობით, ნაზრანის შს-თა განყოფილების შენობას დანაღმული ავტომანქანით თვითმკვლელი ტერორისტი შეეჯახა. რესპუბლიკის პრეზიდენტის იუნუს-ბეკ ევკუროვის განცხადებით, ტერაქტი მიზნად პანიკის შექმნას და ინგუშეთში ვითარების დესტაბილიზაციას ისახავდა. მომხდარის გამო, რესპუბლიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც შს-თა მინისტრ ნურგალიევს ინგუშეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში შესაბამისი წესრიგის დასამყარებლად დამატებითი ზომების მიღება დაავალა
XS
SM
MD
LG