Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ავღანეთში ოფიციალურად სრულდება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია


დღეს ავღანეთში ოფიციალურად სრულდება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია. ორშაბათს ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ქაბულში გამართულ დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეები მხარს უჭერენ აბდულა აბდულას, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის მთავარ მეტოქედ მიიჩნევა. კვირას კარგზაიმ კიდევ ორ წამყვან კანდიდატთან ერთად მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში, რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ავღანური რედაქცია მასპინძლობდა. კარზაი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა სადავო ალიანსებისთვის. მაგალითად, უზბეკური წარმოშობის გავლენიან გენერალ აბდულ რაშიდ დოსტუმთან, რომელიც კვირას დაბრუნდა დევნილებიდან.
XS
SM
MD
LG