Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერდიუკოვი: სავაჭრო გემი "არქტიკული ზღვა" გატაცებული იყო


რუსეთის თავდაცის მინისტრი აცხადებს, რომ სავაჭრო გემი "არქტიკული ზღვა", რომელიც თითქმის სამი კვირის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა, გატაცებული იყო. ანატოლი სერდიუკოვის თქმით, დაპატიმრებულია გატაცებაში ეჭვმიტანილი რვა პირი - მათ შორის რუსეთიდან, ესტონეთიდან და ლატვიიდან. დაკარგული სატვირთო გემი, რომელსაც რუსული ეკიპაჟი მართავდა, რუსეთის სხვა გემმა აღმოაჩინა ორშაბათს მწვანე კონცხის მახლობლად, - რამდენიმე ათას კილომეტრზე ალჟირის პორტიდან, სადაც ორი კვირის წინ უნდა ჩასულიყო. სერდიუკოვის თანახმად, "არქტიკული ზღვა" 24 ივლისს დაიტვირთა შვეციის ტერიტორიულ წყლებში.
XS
SM
MD
LG