Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძეს მილიონ 125 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძეს ბიუჯეტის სასარგებლოდ, მილიონ 125 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და შემოსავლების სამსახურის სასამართლო დავა მთავრობის მიერ ბურჯანაძისთვის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად წყნეთში გადაცემულ აგარაკს შეეხება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ნინო ბურჯანაძემ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება არ შეასრულა, წლიური დეკლარაცია არ წარადგინა და შესაბამისი გადასახადი არ დაფარა. ამ მიზეზით შემოსავლების სამსახურის მიერ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისგან მილიონ ლარზე მეტი თანხის გადახდის მოთხოვნა, ბურჯანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრება ნინო ბურჯანაძის ადვოკატებს ორი კვირის ვადაში შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG