Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცდები 2009-ის პირვლადი შედეგები ცნობილია


გამოცდების ეროვნული ცენტრი 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების დამუშავებას ასრულებს. წინასწარი მონაცემებით, პირველადი ჩარიცხვის შედეგად, რეგისტრირებული 18948 აბიტურიენტიდან სტუდენტი 20 600-მდე გახდა, აქედან 19500-მდე აკადემიურ პროგრამებზე. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელბში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების შეტანის შესაძლებლობა 5 000-ზე მეტ აბიტურიენტს ექნება. სავალდებულო პირობა საგამოცდო დისციპლინებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვაა. მორადი განაცხადების მიღებას გამოცდების ეროვნული ცენტრი 21 აგვისტოს დაიწყებს. განაცხადების მიღება 23 აგვისტოს დასრულდება.
XS
SM
MD
LG