Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ქაბულის ბანკში სამი პირი მოკლა


პოლიციასა და სავარაულოდ თალიბანის შეიარაღებულ მეამბოხეებს შორის, ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის ბანკში, დაპირისპირება დასრულდა პოლიციის მიერ სამი პირის დახოცვით. პოლიციის თანახმად, შენობას ახლა პოლიცია აკონტროლებს. ეს მესამე დიდი თავდასხმა იყო ქაბულში ბოლო ხუთ დღეში. გუშინ თვითმკვლელებმა რვა პირი, მათ შორის გაეროს ორი თანამშრომელი და ნატოს ჯარისკაცი დახოცეს. თალიბანი ცდილობს, ხუთშაბათის საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებს ხელი შეუშალოს.
XS
SM
MD
LG