Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპრეზიდენტო და პროვინციათა საბჭოების არჩევნები გაიმართა


ავღანეთში დღეს საპრეზიდენტო და პროვინციათა საბჭოების არჩევნები გაიმართა. ხელისუფლების თანახმად, კენჭისყრამ მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ ჯერჯერობით ადრეა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის განჭვრეტა. ოფიციალური ინფორმაციით წინასწარი ინფორმაცია სამ-ოთხ დღეში გამოქვეყნდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოუ რასმუსენმა განაცხადა, რომ იმედის მომცემია ის, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, და ის, რომ დაგეგმილზე უფრო მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა თალიბანის მუქარის მიუხედავად. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, არჩევნების დღეს ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ავღანეთის არმიის რვა ჯარისკაცი, ცხრა პოლიციელი და ცხრა სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG