Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე ესტონეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს


გრიგოლ ვაშაძე ესტონეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ვაშაძე შეხვდება ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს, პრემიერ-მინისტრს ანდრუს ანსიპს, საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს და თავდაცვის მინისტრს ჯააკ ავისკოს. შეხვედრა გაიმართება ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტშიც, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წაიკითხავს ლექციას თმაზე „ საქართველოს საგარეო პრიორიტეტები.“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 26 აგვისტოს დაასრულებს.
XS
SM
MD
LG