Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანში დალაი ლამას ვიზიტს


ჩინეთმა განაცხადა, რომ გადაჭრით ეწინააღმდეგება დალაი ლამას ტაივანში ვიზიტით ჩასვლის პერსპექტივას. ეს განცხადება ოფიციალურმა სააგენტო სინხუამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტაივანის პრეზიდენტმა, მა ინცზიუმ განაცხადა, რომ დევნილობაში მყოფ ტიბეტის სულიერ ლიდერს ტაივანში ჩასვლის, და ტაიფუნით დაზარალებულ ხალხთან შეხვედრის, უფლება მისცა. დალაი ლამა დევნილობაში ჩინეთის წინააღმდეგ 1959 წელს მომხდარი ამბოხების შემდეგ ცხოვრობს. მას პეკინი ”სეპარატისტს” უწოდებს. ტაივანს პეკინი ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს - მიუხედავად იმიას, რომ ორი მხარე 1949 წლის სამოქალაქო ომის დროს განცალკევდა.
XS
SM
MD
LG