Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი და ლუკაშენკა სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს


რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, და მისი ბელორუსი კოლეგა, ალექსანდრ ლუკაშენკა, დღეს მოლაპარაკებას მართავენ, ორი ქვეყნის ურთიერთობაში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე. გავრცელებული ცნობებით, მოლაპარაკების მთავარი თემებია ორმხრივი ვაჭრობა, გლობალურ საფინანსო კრიზისთან გამკლავება, და საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია. შეხვედრა ქალაქ სოჭში მიმდინარეობს. ორი თვის წინ, რუსეთმა აკრძალა ბელორუსული წარმოების რძის პროდუქტების იმპორტი - რამაც, ლუკაშენკას თქმით, დიდი დარტყმა მიაყენა ბელორუსიის სოფლის მეურნეობას. ივნისში ლუკაშენკამ უარი განაცხადა რეგიონული გაერთიანების - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის - შეხვედრაში მონაწილეობაზე.
XS
SM
MD
LG