Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის ცნობით, გაეროს სააგენტო ადასტურებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა


ირანის ცნობით, გაეროს ბირთვულმა უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. თეირანმა პირობა დადო, რომ არ დაუშვებს ამ საკითხში მასზე პოლტიკურ ზეწოლას. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენელმა ალი ასღარ სოლტანიეჰმა ნახევრადოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "ფარსს" უთხრა, რომ გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ირანმა განაგრძო სააგენტოსთან თანამშრომლობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანმა უკანასკნელ ხანებში შეანელა გამდიდრებული ურანის წარმოება, მაგრამ აგრძელებს ამ პროცესისთვის საჭირო ცენტრიფუგების განთავსებას. ამას გარდა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ირანი სააგენტოსთან არ თანამშრომლობს მისი ბირთვული პროგრამის შესაძლო სამხედრო განზომილებების გამო კითხვების ნათელყოფაში. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ნათელყოფს, რომ ირანი ჯერაც სრულად არ თანამშრომლობს ბირთვულ სააგენტოსთან და განაგრძობს ურანის გამდიდრებას, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევაა.

XS
SM
MD
LG