Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის საყოველთაო არჩევნებში ოპოზიციის დიდი უპრატესობით გამარჯვებას მოელიან


წინასწარი მონაცემების თანახმად, იაპონიის ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს საყოველთაო არჩევნებს. დემოკრატიული პარტიის გამარჯვება ბოლოს მოუღებდა კონსერვატული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თითქმის უწყვეტ მმართველობას 50-ზე მეტი წლის მანძილზე. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ დემოკრატიული პარტია, როგორც ჩანს, 300-ზე მეტ ადგილს მოიპოვებს პარლამენტის 480-ადგილიან ქვედა პალატაში.
XS
SM
MD
LG