Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში ალ-ყაიდის უცხოელი წარმომადგენელი მოკლეს


რუსეთის უშიშროების ძალების განცხადებით, დაღესტანში ალ-ყაიდის უცხოელი აგენტი მოკლეს. როგორც რუსეთის ტელევიზიას უთხრა უშიშროების უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საქმე ეხება ალჟირის მოქალაქეს, რომელსაც მეამბოხეები “დოქტორ მუჰამადს” უწოდებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის და კიდევ ერთი მეამბოხე მოკლეს წუხელ, ჩეჩნეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე სახლზე განხორციელებული იერიშის დროს.
XS
SM
MD
LG