Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთი კასპიის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ბაზას შექმნის


თურქმენეთში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის განცხდებით, კასპიის საპორტო ქალაქ თურქმენბაშისთან სამხედრო-საზღვაო ბაზა შეიქმნება. საქმე ეხება რეგიონს, რომელიც აზერბაიჯანთან მწვავე ტერიტორიულ დავას იწვევს. სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნაზე განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა ბერდიმუხამედოვმა დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გააკეთა, ტელევიზიით გადაიცა. კასპიის რეგიონიდან გაზის უდიდეს ექსპორტიორ თურქმენეთს და აზერბაიჯანს შორის დავას იწვევს ნავთობის და გაზის რამდენიმე საბადო. გასულ კვირაში ბერდიმუხამედოვმა მთავრობას დაავალა ამ საკითხის წამოჭრა საერთაშორისო სასამართლოში.
XS
SM
MD
LG