Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ადიგენის სასაზღვრო საგუშაგოზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი


გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ადიგენის რაიონში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. ის ეჭვმიტანილია სამი ქართველი მესაზღვრის ავტომატური იარაღით დახოცვაში. საგუშაგოზე მოკლული ჯარისკაცები ახალციხის პროზექტურაში გადასვენეს. საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსის” ცნობით, ინციდენტი საქართველო-თურქეთის სასაზღვრო მონაკვეთზე, ორიმჭალის მეორე საგუშაგოზე, ღამის ორ საათზე მოხდა. ცნობილია, რომ საგუშაგოზე 4 ქართველი მესაზღვრე მორიგეობდა. სავარაუდოდ, სამი მესაზღვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სწორედ მეოთხეა. სამართალდამცავები მკვლელეობის რამდენიმე მოტივს განიხილავენ. ერთ-ერთი მათგანია შურისძიება.
XS
SM
MD
LG