Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არჩევნებში კვლავ კარზაი ლიდერობს


ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 60 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის, მეტოქესთან, აბდულა აბდულასთან უპირატესობა, გაიზარდა. კარზაიმ ხმების 47 პროცენტზე მეტი მოიპოვა, აბდულამ - 33. პირველსავე ტურში გამარჯვებისთვის საჭიროა 50 პროცენტს პლუს ერთი ხმა.
XS
SM
MD
LG