Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდამსხმელებმა მექსიკაში ნარკოდისპანსერის 17 პაციენტი მოკლეს


მექსიკაში ათამდე შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა ნარკოლოგიურ დისპანსერში, პაციენტები რიგში ჩაამწკრივა და 17 მათგანი დახოცა. თავდასხმა აშშ-თან საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ სიუდად ხუარესში მოეწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბანდები აგრესიას ამჟღავნებენ რეაბილიტაციის კლინიკების მიმართ, რადგან მათ ადანაშაულებენ დაპირისპირებული ბანდების დილერების მფარველობაში. სიუდად ხუარესის ნარკოდისპანსერში პაციენტების დახოცვა ერთ-ერთი უმძიმესი შემთხვევაა პრეზიდენტ ფელიპე კალდერონის მიერ ნარკო-კარტელებისათვის გამოცხადებული ბრძოლის მანძილზე.
XS
SM
MD
LG