Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ ურანის გამდიდრების დასკვნით ფაზაში შევიდა


ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ ურანის გამდიდრების დასკვნით ფაზაში შევიდა. ეს პროცესი ფხენიანს ბირთვული იარაღის შექმნისკენ გაუკვალავს გზას. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება პასუხია ფხენიანის მიმართ გაეროს სანქციების გამკაცრებაზე. სანქციების გამკაცრება მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის მიერ ორი ბირთვული დანადგარის გამოცდას. უკანასკნელი ასეთი გამოცდა მაისში მოხდა.
XS
SM
MD
LG