Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაპატიმრებულ, გემის თურქ კაპიტანს გაუშვებენ


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს თანახმად, საქართველო გაათავისუფლებს გემის თურქ კაპიტანს, რომელსაც 24 წლით პატიმრობა მიესაჯა აფხაზეთის ემბარგოს დარღვევის გამო. მისივე თქმით, განთავისუფლება მოხდება, როცა გადაიხდიან 18 ათას დოლარს. რეიტერის თანახმად, დავუთოღლუ აცხადებს, რომ გადასახადს გადაიხდის “დენსა”, კომპანია, რომელსაც გემი ეკუთვნის. გემი, რომელსაც აფხაზეთში ტვირთი გადაჰქონდა, საქართველოს მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
XS
SM
MD
LG