Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მთავრობის აქცია “ანგარიში ხალხს”


თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე დღეს 11 საათზე გაიხსნა საქართველოს ყველა სამინისტროს პავილიონები, რომლებშიც ხალხს ანგარიშს აბარებენ გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ. პავილიონები დაათვალიერა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომლის განმარტებითაც, მთავრობამ გადაწყვიტა, გარკვეული სიახლე შეეტანა მუშაობაში და ჩაეტარებინა ერთგვარი ექსპერიმენტი - ამ ფორმით, საგამოფენო პავილიონების მეშვეობით, ჩაებარებინა ანგარიში ხალხისთვის. მთავრობის აქცია "ანგარიში ხალხს" 17 საათზე დასრულდება.
XS
SM
MD
LG