Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაათავისუფლეს თურქი კაპიტანი, მსჯავრდებული აფხაზეთში საწვავის გადატანის გამო


საქართველოში გაათავისუფლეს აგვისტოში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დაკავებული, პანამის დროშით მცურავი ტანკერის თურქი კაპიტანი. ქუთაისის სასამართლოს განცხადებით, მოსამართლემ შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება და თურქეთის მოქალაქეს მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქს 24-წლიანი პატიმრობის ნაცვლად სამწლიანი პირობითი სასჯელი და 30 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებას რამოდენიმე საათით წინ უძღოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან. სასამართლომ 31 აგვისტოს მიუსაჯა 24-წლიანი პატიმრობა თურქ კაპიტანს, რომელიც დაადანაშაულა კონტრაბანდულ საქმიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაში. ეს კანონი კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში თბილისის თანხმობის გარეშე.
XS
SM
MD
LG