Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს აჯამებენ


პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები - საქართველოს შემთხვევაში მატიაშ იერში და რუსეთის შემთხვევაში ლუკ ვან დენ ბრანდე - სპეციალურ ანგარიშს წარადგენენ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ანგარიშის ტექსტი მწვავეა და მასში საკმაოდ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის ფაქტი, რომ რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, უგულებელყოფს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინა რეზოლუციების მოთხოვნებს და არ გაყავს საკუთარი არმია საქართველოს ტერიტორიიდან. რუსეთის დელეგაცია ცდილობს მიაღწიოს ტექსტის შერბილებას. სწორედ ამ ტექსტის მიხედვით უნდა მომზადდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო რეზოლუციის პროექტი, რომელიც ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, სექტემბრის მიწურულს უნდა დამტკიცდეს.
XS
SM
MD
LG